Loading data...
ფონ დერ ლაიენი: ორი თვეა, ღაზაში ჰუმანიტარული დახმარება არ შედის, დახმარებამ დაუყოვნებლივ უნდა მიაღწიოს მოსახლეობამდე

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ღაზაში არსებული ჰუმანიტარული მდგომარეობა „მიუღებელია“.

ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ჰუმანიტარული დახმარება არასდროს უნდა გახდეს პოლიტიკური იარაღი.

„ორი თვეა, ღაზაში ჰუმანიტარული დახმარება არ შედის. დახმარებამ დაუყოვნებლივ უნდა მიაღწიოს მოსახლეობამდე და ღაზას ბლოკადა ახლავე უნდა მოიხსნას“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.