ფონ დერ ლაიენი: მივესალმები ისრაელსა და ლიბანს შორის ცეცხლის ათდღიან შეწყვეტას, ჩვენ გვჭირდება არა მხოლოდ დროებითი პაუზა, არამედ მუდმივი მშვიდობისკენ მიმავალი გზა
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ლიბანსა და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიესალმება.
„მივესალმები ისრაელსა და ლიბანს შორის პრეზიდენტ ტრამპის შუამავლობით გამოცხადებულ ცეცხლის ათდღიან შეწყვეტას. ეს შვებაა, რადგან ამ კონფლიქტმა უკვე ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ახლა ჩვენ გვჭირდება არა მხოლოდ დროებითი პაუზა, არამედ მუდმივი მშვიდობისკენ მიმავალი გზა.
ევროპა გააგრძელებს ლიბანის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრული პატივისცემისკენ მოწოდებას. ჩვენ ასევე გავაგრძელებთ ლიბანელი ხალხის მხარდაჭერას მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული დახმარებით“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი X-ზე.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ისრაელსა და ლიბანს შორის ცეცხლის ათდღიანი შეწყვეტა გამოცხადდება. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ვაშინგტონის დროით 17:00 საათიდან ამოქმედდება.
I welcome the announced 10 day ceasefire between Israel and Lebanon, mediated by President Trump.
— Ursula von der Leyen (@vonderleyen) April 16, 2026
This is a relief, as this conflict has already claimed far too many lives.
Now, we need not just a temporary pause, but a path to permanent peace.
Europe will continue to call for…