Loading data...
ფონ დერ ლაიენი: ევროპის დაცვა ჩვენი პასუხისმგებლობაა

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი ევროპის დასაცავად სხვებს არ უნდა დაეყრდნოს. ამის შესახებ მან 9 ივლისს ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, წერს The Guardian.

ფონ დერ ლაიენმა გააკრიტიკა სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან რუსეთის ყველაზე მასშტაბური საჰაერო იერიში უკრაინის რეგიონებზე 9 ივლისის ღამეს.

„ჩვენ ძალიან ნათლად ვხედავთ, რომ ომი კვლავ მძვინვარებს და რუსეთის მხრიდან საფრთხე კვლავ არსებობს“, -  აღნიშნა მან.

შემდეგ ევროკომისიის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირი ევროპის დასაცავად სხვებს ვერ დაეყრდნობა.

„ჩვენ არ შეგვიძლია სხვებს დავეყრდნოთ ევროპის დასაცავად. ევროპის დაცვა ჩვენი პასუხისმგებლობაა“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.

ამასთან, მან თავდაცვისა და სამხედრო ხარჯების გაზრდის გეგმებზე ისაუბრა.

„ეს კარგია უსაფრთხოებისთვის, მაგრამ არა მხოლოდ, ეს ასევე კარგია აქ, ქვეყანაში კარგი სამუშაო ადგილების შესაქმნელად“, - დაასკვნა ფონ დერ ლაიენმა.

ცნობისთვის, ევროკომისიის პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირი აშშ-სთან ტარიფებთან დაკავშირებით შეთანხმების მისაღწევად „დღე და ღამე მუშაობს“.