Loading data...
ფონ დერ ლაიენი: ევროკავშირს აშშ-ზე დამოკიდებულების შესამცირებლად ინდოეთთან და სხვა ქვეყნებთან შეთანხმებები სჭირდება

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი მიიჩნევს, რომ ევროკავშირმა უნდა იზრუნოს სავაჭრო შეთანხმებების გაფორმებაზე ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა ინდოეთი, რათა შეამციროს დამოკიდებულება. ამის შესახებ მან გერმანელ ბიზნესლიდერებთან კონფერენციაზე განაცხადა, იუწყება Reuters-ი. 

ფონ დერ ლაიენი მიიჩნევს, რომ ევროკავშირმა დამოკიდებულების შესამცირებლად სავაჭრო შეთანხმებები უნდა დადოს ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა ინდოეთი, რადგან აშშ-ის იმპორტზე მზარდი ტარიფები ევროკავშირს ურთიერთობების დივერსიფიკაციისკენ უბიძგებს.

„ჩვენ გვსურს ინდოეთთან შეთანხმების დადება წელს“, - განაცხადა მან.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ 17 სექტემბერს სატელეფონო საუბრის დროს იგი ამ მიზნისადმი ერთგულებაში დაარწმუნა.

„ჩვენ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ სამხრეთ აფრიკასთან, მალაიზიასთან, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან და სხვა ქვეყნებთან“, - დასძინა მან.