ფონ დერ ლაიენი: ევროკავშირი და ნატო ურთიერთობების გასაძლიერებლად იმუშავებენ
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ნატოს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან შეთანხმდა, რომ მომდევნო კვირების განმავლობაში ევროკავშირისა და სამხედრო ალიანსის ურთიერთობების გასაძლიერებლად იმუშავებენ.
„ჩვენ განვიხილეთ ნატოს მომავალი სამიტი და ის, თუ როგორ შეგვიძლია გავზარდოთ თავდაცვის ინდუსტრიული წარმოება ევროპაში. ჩვენ გვჭირდება მეტი ინვესტიცია, მეტის წარმოება და ორივეს უფრო სწრაფად გაკეთება.“, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა სოციალურ ქსელ X-ზე ბრიუსელში რუტესთან შეხვედრის შემდეგ.
„გლობალური უსაფრთხოების საფრთხეების ზრდის გათვალისწინებით, ჩვენ შევთანხმდით, რომ მომდევნო კვირების განმავლობაში მჭიდროდ ვითანამშრომლებთ ევროკავშირ-ნატოს ურთიერთობების გასაძლიერებლად და ანკარაში წარმატებული სამიტის მოსამზადებლად“, - დასძინა მან.
თავის მხრივ, რუტემ ფონ დერ ლაიენთან საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ „უფრო ძლიერი ევროპა უფრო ძლიერ ნატოსაც ნიშნავს“.
Today with @SecGenNATO we took stock of our common work to bolster European defence and continue support to Ukraine.
— Ursula von der Leyen (@vonderleyen) April 16, 2026
We discussed the upcoming NATO Summit and how we can upscale defence industrial output in Europe. We need to invest more, to produce more and to do both faster.… pic.twitter.com/eGO5BEXYbk