ფონ დერ ლაიენი: დღეს ევროპამ, აშშ-მა და ნატომ გააძლიერეს საერთო პოზიცია უკრაინის შესახებ, არავის სურს მშვიდობა ჩვენზე მეტად

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროპამ, აშშ-მა და ნატომ „გააძლიერეს თავიანთი საერთო პოზიცია უკრაინასთან დაკავშირებით“ დღეს, 13 აგვისტოს, გამართული მოლაპარაკებების დროს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.
ფონ დერ ლაიენმა ევროპელი ლიდერების, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მონაწილეობით გამართული მოლაპარაკებები დადებითად შეაფასა და საუბარს „ძალიან კარგი“ უწოდა.
„ჩვენ გავცვალეთ მოსაზრებები ალასკაში დაგეგმილ ორმხრივ შეხვედრაზე. დღეს ევროპამ, შეერთებულმა შტატებმა და ნატომ გააძლიერეს თავიანთი საერთო პოზიცია უკრაინის შესახებ. ჩვენ მჭიდრო კოორდინაციას შევინარჩუნებთ. არავის სურს მშვიდობა ჩვენზე მეტად, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა“, - დაწერა მან.
ზელენსკიმ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ სხვადასხვა ფორმატში მოლაპარაკებების დროს განიხილეს აშშ-ისა და რუსეთის ლიდერების ალასკაში 15 აგვისტოსთვის დაგეგმილი პოტენციური შეხვედრის საკითხი. ტრამპმა მას შესთავაზა, რომ ალასკაში პუტინთან შეხვედრის შემდეგ მათ „კონტაქტი ექნებათ“.
Together with @POTUS, @ZelenskyyUa and other European leaders, we have had a very good call.
— Ursula von der Leyen (@vonderleyen) August 13, 2025
We exchanged on the upcoming bilateral meeting in Alaska.
Today Europe, the US and NATO have strengthened the common ground for Ukraine.
We will remain in close coordination. Nobody…