Loading data...
ზელენსკი აცხადებს, რომ ტრამპი პუტინთან შეხვედრის შემდეგ მას დაურეკავს

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მისი ამერიკელი კოლეგა დონალდ ტრამპი ალასკაში კრემლის ლიდერ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ დაურეკავს. ამის შესახებ მან გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ზელენსკის თქმით, ევროპელი ლიდერებისა და აშშ-ის ხელმძღვანელობის მონაწილეობით სხვადასხვა ფორმატში გამართული მოლაპარაკებების დროს აშშ-ისა და რუსეთის ლიდერების ალასკაში 15 აგვისტოსთვის დაგეგმილი პოტენციური შეხვედრის საკითხი განიხილეს.

მისი თქმით, ტრამპმა ზელენსკის შესთავაზა, რომ ალასკაში შეხვედრის შემდეგ მათ „კონტაქტი ექნებათ“, რომლის დროსაც უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტები განიხილავენ „ყველა შედეგს, თუკი ასეთი იქნება“.

პრეზიდენტები ასევე დაგეგმილი საუბრის დროს ერთად განსაზღვრავენ შემდეგ ნაბიჯებს.

„ვიმედოვნებთ, რომ შეხვედრის ცენტრალური თემა იქნება ცეცხლის შეწყვეტა, დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ამაზე არაერთხელ ისაუბრა“, - დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა.