1721205939
უცხოეთი
ფლორიდის გუბერნატორი: ჩვენ მთავარსარდალი გვჭირდება, აშშ ვერ გაუძლებს ბაიდენის პრეზიდენტობის კიდევ ოთხ წელს
ფლორიდის გუბერნატორის, რონ დესანტისის განცხადებით, ამერიკის შეერთებულ შტატებს მთავარსარდალი სჭირდება. განცხადება დესანტისმა რეპუბლიკური პარტიის ეროვნულ ყრილობაზე გააკეთა.
მან საზოგადოებას მოუწოდა „რესპუბლიკელების“ კანდიდატ, დონალდ ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნებში მხარი დაუჭირონ.
„ჩვენი მტრები არ შემოიფარგლებიან თავიანთ გეგმებზე დილის 10-დან საღამოს 4-მდე… ჩვენ გვჭირდება მთავარსარდალი, რომელსაც შეუძლია ხელმძღვანელობდეს ქვეყანას 24 საათის განმავლობაში და კვირაში შვიდი დღე. ამერიკა ვერ გაუძლებს ბაიდენის პრეზიდენტობის კიდევ 4 წელს“, - აღნიშნა დესანტისმა.