Loading data...
ფიცო: თუ ზელენსკი ასე გააგრძელებს მოქცევას, შესაძლოა, ევროკავშირის სხვა წევრებმაც დაბლოკონ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხი

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ საჯაროდ დაუჭირა მხარი უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ვიქტორ ორბანს მას შემდეგ, რაც ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ორბანის მისამართს მისცემდა. 

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა გამოაქვეყნა ზელენსკის ვიდეო, რომელშიც ის ამბობს, რომ „თუ ევროკავშირში ერთი ადამიანი 90 მილიარდ ევროს დაბლოკავს“, ის „ამ ადამიანის მისამართს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს“ მისცემს. ფიცომ „სრული სოლიდარობა“ გამოუცხადა თავის უნგრელ კოლეგას.

„თუ უკრაინის პრეზიდენტი ასე გააგრძელებს მოქცევას, შესაძლოა, ევროკავშირის სხვა წევრმა სახელმწიფოებმაც დაბლოკონ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხი“, - განაცხადა მან.

შემდეგ მან ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიო კოშტას და ევროკავშირის მთავარ დიპლომატს კაია კალასს მოუწოდა, „დისტანცირდნენ უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ გაკეთებული აღმაშფოთებელი, შანტაჟის გამომწვევი განცხადებებისგან“.