Loading data...
ფიცო: სლოვაკეთი უკრაინის სამხედრო საჭიროებების შემდგომ დაფინანსებაზე უარს ამბობს

სლოვაკეთი უარს ამბობს უკრაინის სამხედრო საჭიროებების შემდგომ დაფინანსებაზე, მათ შორის სლოვაკური რესურსებიდან, რადგან კიევსა და რუსეთს შორის კონფლიქტის სამხედრო გზით გადაწყვეტის არ სჯერა. ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ ბრიუსელში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა

„სლოვაკეთი არ მიიღებს მონაწილეობას უკრაინისთვის სამხედრო სესხების გაცემაში და ჩვენ უარს ვამბობთ სამხედრო საჭიროებების შემდგომ დაფინანსებაზე, მათ შორის სლოვაკეთის რესპუბლიკის რესურსებიდან, რადგან კონფლიქტის სამხედრო გზით გადაწყვეტის არ გვჯერა“, - განაცხადა მან.

აღსანიშნავია, რომ ფიცოს ეს განცხადება იმ ინფორმაციის ფონზე გაკეთდა, რომ მისმა ქვეყანამ, უნგრეთმა და ჩეხეთმა ნულოვანი ფინანსური ვალდებულება აიღეს უკრაინისთვის 2026-2027 წლებში 90 მილიარდი ევროს ოდენობის ფინანსური დახმარების გაწევის შესახებ.