1757188823
უცხოეთი
ფიცო: სლოვაკეთი მზად არის, ხელი შეუწყოს უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფას, თუმცა არ ვაპირებთ სამშვიდობო მისიაში სამხედროების გაგზავნას

სლოვაკეთი მზად არის, ხელი შეუწყოს უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფას, თუმცა არ აპირებს სამშვიდობო მისიაში სამხედროების გაგზავნას,- ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ განაცხადა.
„სლოვაკეთის რესპუბლიკა არ განათავსებს ჯარისკაცებს უკრაინაში, თუმცა ჩვენ შეგვიძლია, დავეხმაროთ უსაფრთხოების გარანტიების განხორციელებაში, მაგალითად, ლოგისტიკის კუთხით. ვგულისხმობ ლოგისტიკას, როგორიცაა სატრანსპორტო მარშრუტების გამოყენება“, - აღნიშნა ფიცომ.
როგორც ის აცხადებს, უკრაინაში მიმდინარე ომის სწრაფად დასრულებას არ ელოდება.
„უკრაინაში ომის სწრაფი დასრულების მიმართ საკმაოდ პესიმისტურად ვარ განწყობილი“, - განაცხადა ფიცომ.