1749394983
უცხოეთი
ფიცო: სლოვაკეთი დაბლოკავს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ახალ სანქციებს, თუ ისინი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს დააზიანებს

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ დაბლოკავს ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ნებისმიერ სანქციას, თუ ეს მისი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს დააზიანებს.
„თუ იქნება სანქციები, რომლებიც ზიანს მოგვაყენებს, მე არასდროს მივცემ მათ ხმას“, - აღნიშნა ფიცომ.
პრემიერის თქმით, ის ვერ დაუჭერს მხარს ზომებს, რომლებიც სლოვაკეთის ბირთვული სადგურებისთვის რუსული საწვავის იმპორტს დაბლოკავს.
„მე დაინტერესებული ვარ, ვიყო კონსტრუქციული ევროკავშირის შიგნით, თუმცა არა სლოვაკეთის ხარჯზე“, - აღნიშნა რობერტ ფიცომ.