ფიცო: კარგი, მეგობრული ურთიერთობები, სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა, რაც შეიძლება სწრაფი შეთანხმება და ევროპული პერსპექტივა - ეს არის ოთხი რამ, რაც გვსურს უკრაინასთან ურთიერთობებში

კარგი, მეგობრული ურთიერთობები, სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა, რაც შეიძლება სწრაფი შეთანხმება და ევროპული პერსპექტივა – ეს არის ოთხი რამ, რაც გვსურს უკრაინასთან ურთიერთობებში, - ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა.
მისი თქმით, სლოვაკეთ-უკრაინის ურთიერთობები კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება, ზოგჯერ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები თანამშრომლობის არსმა გადაწონოს.
ფიცომ აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტთან ორმხრივი კონტაქტების შენარჩუნებაზე შეთანხმდა.
„მივესალმები, რომ პირისპირ საუბრის შესაძლებლობა გვქონდა. ზოგიერთ საკითხზე განსხვავებული მოსაზრებები გვაქვს, მაგრამ ასეთია მსოფლიო. ჩვენ პატივს ვცემთ ერთმანეთს და ვუსმენთ ერთმანეთს.
ჩვენ მივიღებთ ენერგეტიკასთან დაკავშირებულ ყველა გადაწყვეტილებას, რომელიც სასარგებლოა სლოვაკეთის სუვერენული პოლიტიკისთვის. ამ გაგებით, სლოვაკეთსა და უკრაინას შორის თანამშრომლობაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
კარგი, მეგობრული, მეზობლური ურთიერთობები, სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა, რაც შეიძლება სწრაფი ზავი და ევროპული პერსპექტივა – ეს არის ოთხი რამ, რაც ჩვენ გვსურს ჩვენს ურთიერთობებში“, – წერს ფიცო.
მან, ასევე, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის სლოვაკეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში არსებული გამოცდილების გაზიარება შესთავაზა.
RELATIONS BETWEEN SLOVAKIA AND UKRAINE ARE DESTINED FOR A BETTER AND STRONGER CHARACTER
— Robert Fico 🇸🇰 (@RobertFicoSVK) September 6, 2025
“We have different views, but relations between the Slovak Republic and Ukraine are destined for a better and stronger character,” said Slovak Prime Minister Robert Fico in Uzhhorod after… pic.twitter.com/93hCYSL4x4