Loading data...
ფინეთის პრეზიდენტის განცხადებით, ტრამპსა და პუტინს შეუძლიათ, მოლაპარაკებები ნოემბერში სამხრეთ აფრიკის ქალაქ იოჰანესბურგში G20-ის სამიტის ფარგლებში გამართონ

ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ სტუბმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და კრემლის ლიდერ ვლადიმერ პუტინს შეუძლიათ, მოლაპარაკებები ნოემბერში სამხრეთ აფრიკის ქალაქ იოჰანესბურგში G20-ის სამიტის ფარგლებში გამართონ.

ფინეთის სახელმწიფოს მეთაურმა თავის გამოსვლაში ასევე ყურადღება გაამახვილა ბირთვულ იარაღზე. მან გაიხსენა, რომ ტრამპმა ბირთვული იარაღის გამოცდის ბრძანება რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის მიერ ჩატარებული გამოცდების საპასუხოდ გასცა. ნატომ ასევე ცოტა ხნის წინ ჩაატარა ყოველწლიური წვრთნები.

სტუბის თქმით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ფინეთის ბირთვულ თავდაცვას უზრუნველყოფს, რადგან აშშ-ს, საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთს ბირთვული იარაღი აქვთ.

„ადრე ჩვენ, პატარა ფინეთს, ამაზე თავად გვიწევდა ზრუნვა, მაგრამ მაშინ გლობალური სიტუაცია სხვა იყო. ახლა ჩვენ ყველა ძირითად სტრუქტურაში ვმონაწილეობთ“, - აღნიშნა სტუბმა.

ფინეთის პრეზიდენტმა ასევე გაიხსენა, რომ რუსეთის ომი გრძელდება და ჰელსინკი უკრაინის მხარდაჭერას აგრძელებს.

„უკრაინის მხარდაჭერით ჩვენ ბევრს ვიგებთ. უკრაინის მიერ თანამედროვე ომის თავისებურებების გაგება ბევრ რამეს გვაძლევს“, - დაასკვნა მან.