ფინეთის პრეზიდენტი: უკრაინას შეუძლია გარკვეული სარგებელი მიიღოს ახლო აღმოსავლეთში არსებული კონფლიქტიდან
ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ სტუბმა განაცხადა, რომ უკრაინას შეუძლია გარკვეული სარგებელი მიიღოს ახლო აღმოსავლეთში არსებული კონფლიქტიდან, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს რუსეთს ირანთან სამხედრო თანამშრომლობაში.
სტუბი მიიჩნევს, რომ აშშ-სა და ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებული დარტყმები, ასევე, თეირანის მიერ ახლო აღმოსავლეთსა და რამდენიმე მეზობელ ქვეყანაში აშშ-ის ბაზებზე განხორციელებული კონტრშეტევები ნიშნავს, რომ „ირანსა და რუსეთს ამჟამად არ შეუძლიათ თანამშრომლობა სარაკეტო და თავდაცვით ინდუსტრიებში“.
გარდა ამისა, მისი აზრით, ირანზე გლობალური ყურადღების გადატანამ, შესაძლოა, უკრაინასთან დაკავშირებით დიპლომატიის შესაძლებლობები შექმნას, რაც „მოლაპარაკეებს სივრცეს მისცემს, რომ რაიმე მოიფიქრონ ყურადღების ცენტრში ყოფნის გარეშე“.
თუმცა, მისი თქმით, რუსეთს უკვე აქვს ორი ქარხანა, რომლებიც ირანული ტექნოლოგიის გამოყენებით „შაჰედის“ დრონებს აწარმოებენ.
მან აღნიშნა, რომ ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის სავარაუდო უარყოფითი შედეგი ნავთობის ფასების ზრდაა, „რაც არსებითად რუსულ საომარ მანქანას გამოკვებავს“, რადგან რუსეთი ნავთობის მსხვილი მწარმოებელი და ექსპორტიორია.