Loading data...
ფინეთის პრემიერ-მინისტრი: სანქციები ახლავეა საჭირო, რომ პუტინი ვაიძულოთ, მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს

ფინეთის პრემიერ-მინისტრი პეტერი ორპო იმედოვნებს, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას დააჩქარებს.

„ვიმედოვნებ, რომ შეერთებული შტატები ამას რაც შეიძლება მალე და სრულად გააკეთებს“, - განაცხადა ორპომ.

მისი თქმით, სენატორ ლინდსი გრეჰემის მიერ მომზადებული პაკეტი ძალიან ძლიერია.

„ჩვენ ახლავე უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება. უნდა ვაიძულოთ პუტინი, მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს“, - ხაზგასმით აღნიშნა მან და დასძინა, რომ ევროკავშირი ამის ხელშესაწყობად ყველაფერს აკეთებს.