Loading data...
ფედერალურმა სასამართლომ ტრამპის მიერ დაწესებული 10%-იანი გლობალური ტარიფები უკანონოდ ცნო

შეერთებული შტატების ფედერალურმა სასამართლომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული 10%-იანი გლობალური ტარიფები უკანონოდ ცნო. ამის შესახებ ამერიკული მედია იტყობინება. 

გადაწყვეტილება აშშ-ის საერთაშორისო ვაჭრობის სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ ორი ხმით ერთის წინააღმდეგ მიიღო.

სასამართლომ დაასკვნა, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ არასწორად განმარტა ის კანონი, რომლის საფუძველზეც ფართომასშტაბიანი ტარიფები დაწესდა.

როგორც „ეიბისინიუსი“ წერს, გლობალური 10%-იანი ტარიფი თებერვალში ამოქმედდა და კანონის თანახმად, ვადა ივლისის ბოლოს იწურება.