ფაშინიანი - ქოჩარიანის ბლოკმა და კარაპეტიანის პარტიამ პარლამენტში შესვლა ვერ უნდა შეძლონ, ეს სულ უფრო რეალისტური პოლიტიკური მიზანი ხდება
სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, „ყოფილებისა და ახლანდელების“ დაპირისპირების დასასრულებლად ქოჩარიანის ბლოკმა და კარაპეტიანის პარტიამ პარლამენტში შესვლა ვერ უნდა შეძლონ.“
აღნიშნული განცხადება ფაშინიანმა პარლამენტში გააკეთა.
მან ოპოზიცია გააკრიტიკა დებატებზე დასწრებისა და შემდეგ სხდომის დატოვების გამო.
როგორც ფაშინიანმა აღნიშნა, ამ ტაქტიკას ოპოზიციონერები ხელფასების შესანარჩუნებლად იყენებენ.
„ამრიგად, ეს კიდევ უფრო ხაზს უსვამს „ყოფილი-ამჟმინდელის“ დაპირისპირების დაძლევის აუცილებლობას. ახლა უკვე ნათელია, მისი დაძლევის მხოლოდ ერთი გზა და მხოლოდ ერთი ვარიანტი არსებობს. ამისთვის, პარტია „ძლიერმა სომხეთმა“ და ბლოკმა „სომხეთმა“ 2026 წლის საპარლამენტო არჩევნებში საპარლამენტო ბარიერის გადალახვა ვერ უნდა შეძლონ. ყოველი გასული დღის შემდეგ სულ უფრო რეალისტური პოლიტიკური მიზანი ხდება“, – აცხადებს ფაშინიანი.