1789103438
უცხოეთი
პეტერ მადიარი: უსამართლობაა, რომ უნგრეთი ყოველდღიურად ერთ მილიონ ევროს იხდის ევროპის საერთო საზღვრის, უნგრეთის საზღვრის დასაცავად, მაშინ, როდესაც სხვა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ევროკომისიისგან 200 მილიონ ევროს იღებს იმის გამო, რომ შესაძლოა, თავისი საქმე სათანადოდ არ შეასრულა
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი პეტერ მადიარი ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებს, რომლის მიხედვითაც ქვეყანა თავშესაფრის მიცემის წესებისა და მიგრაციული პოლიტიკის დარღვევის გამო ყოველდღიურად მილიონ ევროს იხდის.
პეტერ მადიარის თქმით, უსამართლობაა ის, რომ უნგრეთს საკუთარი და ევროპის საზღვრების დაცვის გამო ჯარიმას ახდევინებენ.
„უსამართლობაა, რომ უნგრეთი ყოველდღიურად ერთ მილიონ ევროს იხდის ევროპის საერთო საზღვრის, უნგრეთის საზღვრის დასაცავად, მაშინ, როდესაც სხვა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ევროკომისიისგან 200 მილიონ ევროს იღებს, იმის გამო, რომ შესაძლოა, მან თავისი საქმე სათანადოდ არ შეასრულა. ეს არასწორია, ეს არ არის კარგი გზავნილი“, - აღნიშნა მადიარმა.