პეტერ მადიარი: ევროკავშირმა უნდა აღიაროს და პატივი სცეს ჩვენს განსხვავებულობას
უნგრეთის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ ევროპამ მიგრაციულ კრიზისი „არასწორად მართა“, რამაც ხალხის უსაფრთხოების განცდა შეარყია.
„ქვეყნების უმეტესობამ ახლა, საკმაოდ გვიან, გააცნობიერა, რომ მათი თავდაპირველი პოზიცია არ იყო სწორი... [მიგრაციის] პრობლემა ევროპაში კი არ უნდა შემოგვეტანა, არამედ, პირველ რიგში, იმ ქვეყნებს უნდა დავხმარებოდით“, საიდანაც ეს ხალხი მოდის“, - აღნიშნა მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, ევროკავშირმა უნდა „აღიაროს და პატივი სცეს ჩვენს განსხვავებულობას“ და „არ მოახვიოს ერთმანეთს საკუთარი მოსაზრებები“.
„მათ სურთ ქმედითი, ძლიერი სახელმწიფოები და კარგი, გამართული ევროკავშირი, რომელიც შექმნის იმ ჩარჩოს, რაც ადამიანებს დაეხმარება თავისუფლად გადაადგილებაში, მუშაობაში, ერთმანეთის ქვეყნებში ინვესტირებაში და მშვიდობიან თანაცხოვრებაში. აი, ეს სურთ უნგრელებს“, - განაცხადა მადიარმა.
თუმცა, იგი ასევე ამბობს, რომ ბრიუსელი ხშირად ავლენს მიდრეკილებას, თითქოს „ყველაფერი იქ ხდება“ და ზედმეტი მონდომებით ცდილობს ყველაფრის რეგულირებას.