1761477785
უცხოეთი
პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთ-აშშ-ის სამიტის ჩასატარებლად ამ ეტაპზე არანაირი წინაპირობა არ არსებობს
რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების, ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის, ახალი შეხვედრის ჩასატარებლად ამ ეტაპზე არანაირი წინაპირობა არ არსებობს, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა.
„უკრაინელებს არ სურთ მოლაპარაკების პროცესი. ევროპელები, ევროკავშირი, ყველანაირად უბიძგებენ მათ ამ უხალისობისკენ. ჩვენ ვხედავთ, რომ ევროკავშირი სიტყვასიტყვით სამხედრო ისტერიაში ეშვება. სწორედ ეს არის პაუზის მიზეზი“, - განაცხადა მან ჟურნალისტ პაველ ზარუბინთან ინტერვიუში.
„და პაუზის პირობებში, რა თქმა უნდა, ვთქვათ, რომ ტრამპს ესმის, რომ არ არსებობს საფუძველი, ვიფიქროთ, რომ უახლოეს მომავალში მშვიდობიანი მოგვარების კუთხით რაიმე პროგრესის მიღწევაა შესაძლებელი“, - ხაზგასმით აღნიშნა კრემლის წარმომადგენელმა.