Loading data...
პესკოვის თქმით, რუსეთიდან აშშ-ში დიზელის საწვავის მიწოდებას უკრაინის საკითხზე სამშვიდობო მოლაპარაკებასთან არანაირი კავშირი არ აქვს

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის თქმით, შეთანხმებას რუსეთიდან აშშ-ში დიზელის საწვავის მიწოდების თაობაზე, უკრაინის საკითხზე სამშვიდობო მოლაპარაკებასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ამის შესახებ Nexta Live იუწყება.

კრემლის პრესმდივანი ამბობს, რომ ეს ცალკე ეკონომიკური შეთანხმებაა, რომელიც ორივე ქვეყნის ინტერესებს შეესაბამება.

„მე ამ შემთხვევაში აქ პირდაპირ კავშირს ვერ ვხედავ. ეს არის რუსეთ-ამერიკის თანამშრომლობის ძალიან მოგებიანი მიმართულება, ის შეესაბამება აშშ-ის ინტერესებს, საერთაშორისო ენერგეტიკული ბაზრების ინტერესებს და რუსეთის ინტერესებს. სწორედ ამიტომ ხდება ეს ყველაფერი“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

ცნობისთვის, 9 ოქტომბერს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები რუსეთიდან დიზელის საწვავს მიიღებს და პირველ ეტაპზე 300 000 ტონა დიზელის მიწოდებაზეა საუბარი.