Loading data...
პესკოვის განცხადებით, რუსეთი და ირანი მგრძნობიარე საკითხებში ერთმანეთთან თანამშრომლობენ

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანი, დმიტრი პესკოვი დასავლური მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც ირანმა რუსეთს ბალისტიკური რაკეტები გადასცა.

კრემლის წარმომადგენელმა დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ თეირანი მოსკოვისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია.

„ასეთი ინფორმაცია ყოველთვის სიმართლეს არ შეესაბამება. ირანი ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორია, ჩვენ ვავითარებთ სავაჭრო და ეკონომიკურ ურთიერთობებს, ყველა შესაძლო სფეროში, მათ შორის ყველაზე მგრძნობიარე სფეროებში“, - აღნიშნა დმიტრი პესკოვმა

ცნობისთვის, ირანის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების გადაცემის შესახებ ინფორმაცია The Wall Street Journal-მა და CNN-მა გაავრცელეს.