1772798200
უცხოეთი
პესკოვი: ზელენსკიმ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა მოლაპარაკებები წარმატებული იყოს
კიევმა იცის, რა გადაწყვეტილებების მიღებაა საჭირო უკრაინის კონფლიქტის მოგვარების საკითხზე წარმატებული მოლაპარაკებების უზრუნველსაყოფად, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა.
„მოლაპარაკებებში დიდი ხანია დადგა ის მომენტი, როგორც [ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ] პუტინმა თქვა, როდესაც კიევში ვიღაცამ უბრალოდ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა. იდეალურ შემთხვევაში, ეს [ვლადიმერ] ზელენსკი უნდა იყოს. და ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ მოლაპარაკებები წარმატებული იყოს. მათ კარგად იციან, რა უნდა გაკეთდეს“, - აღნიშნავს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი.