Loading data...
პესკოვი: ვისმენთ განცხადებებს, რომ ყველა ქვეყანამ უნდა შეწყვიტოს რუსული ნავთობის ყიდვა, თუმცა ბევრი ქვეყანა თავად გადაწყვეტს, ვისგან და რა შეიძინოს

კრემლმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატების მიერ დაწესებული სანქციების მიუხედავად, რუსეთის პარტნიორები თავად მიიღებენ გადაწყვეტილებას, განაგრძონ თუ არა რუსული ენერგორესურსების შეძენა.

„ჩვენ ვისმენთ ვაშინგტონიდან გაკეთებულ, მათ შორის პრეზიდენტ ტრამპის განცხადებებს, რომ ყველა ქვეყანამ უნდა შეწყვიტოს რუსული ნავთობის ყიდვა. ბევრი ქვეყანა თავად გადაწყვეტს, ვისგან და რა შეიძინოს, რა შედის მათ ეროვნულ ინტერესებში.

ნებისმიერი ქვეყანა დაინტერესებულია, რომ შეიძინოს ისეთი სტრატეგიული საქონელი, როგორიცაა ენერგორესურსები, რაც შეიძლება მაღალი ხარისხის და რაც შეიძლება დაბალ ფასად. ამ თვალსაზრისით, რუსული ენერგორესურსები ძალიან კონკურენტუნარიანია საერთაშორისო ბაზარზე. სწორედ ამიტომ არის ვიქტორ ორბანი დაინტერესებული“, - აცხადებს კრემლის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი.