1757509768
უცხოეთი
პესკოვი: უკრაინაში უცხოური ჯარის გაგზავნას მძიმე შედეგები მოჰყვება

უკრაინაში ნებისმიერი უცხოური ჯარის გაგზავნას მძიმე შედეგები მოჰყვება, თუმცა ყველა დასავლურ ქვეყანას ეს არ ესმის, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„როგორც ყოველთვის, არიან ქვეყნები, რომლებიც უგუნურ პოზიციას იკავებენ ან ვერ ხვდებიან, ან არ სურთ, გაიგონ ასეთი უგუნური ქმედებების მძიმე შედეგები. და, არიან ქვეყნები, რომლებიც რეალობას გაცილებით უკეთ აცნობიერებენ“, - აცხადებს კრემლის წარმომადგენელი უკრაინაში სამხედრო კონტინგენტების განლაგებასთან დაკავშირებით „მსურველთა კოალიციის“ გეგმაზე საუბრისას.