1775134166
უცხოეთი
პესკოვი: რუსეთი მზადაა, წვლილი შეიტანოს ახლო აღმოსავლეთში არსებული სიტუაციის მოგვარებაში
რუსეთი მზადაა, წვლილი შეიტანოს ახლო აღმოსავლეთში არსებული სიტუაციის მოგვარებაში. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მან აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის პოლიტიკური და დიპლომატიური გადაწყვეტის „მტკიცე“ მხარდამჭერია, რაც მან არაერთხელ განაცხადა სპარსეთის ყურისა და არაბული სამყაროს სახელმწიფოების მეთაურებთან სატელეფონო საუბრების დროს.
„პრეზიდენტი აგრძელებს ამ კონტაქტებს. თუ ჩვენი მომსახურება რაიმე ფორმით იქნება საჭირო, ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ, წვლილი შევიტანოთ სამხედრო სიტუაციის რაც შეიძლება მალე მშვიდობიან კალაპოტში დაბრუნების უზრუნველსაყოფად. ეს ჩვენი ფუნდამენტური პოზიციაა“, - განაცხადა პესკოვმა.