Loading data...
პესკოვი პუტინი-ტრამპის შესაძლო შეხვედრაზე - პირველ რიგში, ჩვენ საშინაო დავალება უნდა შევასრულოთ

კრემლის ლიდერის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტების შესაძლო საკითხთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, „პირველ რიგში, ყველა საკითხი ექსპერტების დონეზე უნდა შემუშავდეს“.

„ვლადიმერ პუტინი და დონალდ ტრამპი მიიჩნევენ, რომ აუცილებელია პირისპირ შეხვედრა და საუბარი. თუმცა, პირველ რიგში, ყველა საკითხი ექსპერტების დონეზე უნდა შემუშავდეს“, - განაცხადა პესკოვმა. 

ინფორმაციისთვის, ტრამპისა და პუტინის ბოლო სატელეფონო საუბარი 4 ივნისს შედგა.

ტრამპმა თავის რუს კოლეგასთან საუბარს „კარგი“ უწოდა და აღნიშნა, რომ ჯერჯერობით ამ საუბარს შედეგი არ მოჰყოლია.

ტრამპმა რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ „სისასტიკე“ უწოდა. მისი აზრით, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, მსგავსი არაფერი მომხდარა.