1766301607
უცხოეთი
პესკოვი: პუტინი მაკრონთან დიალოგისთვის მზად არის
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან დიალოგისთვის მზადაა, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა.
მისი თქმით, საფრანგეთის ლიდერის განზრახვები მხოლოდ დადებითად შეიძლება შეფასდეს.
„მაკრონმა განაცხადა, რომ მზად იყო პუტინთან სასაუბროდ. ახლა კი დიალოგისთვის მზადყოფნას რუსეთის პრეზიდენტიც გამოთქვამს. ამიტომ, თუ არსებობს ორმხრივი პოლიტიკური ნება, მაშინ ეს მხოლოდ დადებითად შეიძლება შეფასდეს“, - აცხადებს პესკოვი.