1772708593
უცხოეთი
პესკოვი: მოსკოვს თეირანისგან დახმარების, მათ შორის იარაღის მიწოდების შესახებ თხოვნა არ მიუღია
ახლო აღმოსავლეთში ვითარების ესკალაციის ფონზე, მოსკოვს თეირანისგან დახმარების, მათ შორის იარაღის მიწოდების შესახებ თხოვნა არ მიუღია, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„ამ შემთხვევაში, ირანის მხრიდან არანაირი მოთხოვნა არ ყოფილა. ჩვენი თანმიმდევრული პოზიცია ყველასთვის კარგად არის ცნობილი. აქ არანაირი ცვლილება არ მომხდარა“, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს კითხვაზე, გეგმავს თუ არა რუსეთი ირანისთვის რაიმე სახის დახმარების გაწევას, მაგალითად, იარაღის მიწოდებას.