1746965005
უცხოეთი
პესკოვი: ეს ძალიან სერიოზული წინადადებაა, რომელიც ადასტურებს მშვიდობიანი გადაწყვეტის პოვნის რეალურ განზრახვას

„ვლადიმერ პუტინის წინადადება უკრაინასთან მოლაპარაკებების შესახებ, კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის პოვნის სურვილზე მიუთითებს“, - განუცხადა ჟურნალისტებს პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა.
„ეს ძალიან სერიოზული წინადადებაა, რომელიც ადასტურებს მშვიდობიანი გადაწყვეტის პოვნის რეალურ განზრახვას“, - აღნიშნა პესკოვმა.
პესკოვის განცხადებით, უკრაინასთან მოლაპარაკებების მიზნები კონფლიქტის ძირითადი მიზეზების აღმოფხვრა და რუსეთის ინტერესების უზრუნველყოფაა.
„მოლაპარაკებების მიზნები ნათელია - კონფლიქტის ძირითადი მიზეზების აღმოფხვრა. ასევე, რუსეთის ფედერაციის ინტერესების უზრუნველყოფა“, - დასძინა კრემლის პრესმდივანმა.
შეგახსენებთ, პუტინი უკრაინას სტამბოლში პირდაპირი მოლაპარაკებების უპირობო განახლებას სთავაზობს.