1750758271
უცხოეთი
პესკოვი: ბევრს სურს ცეცხლზე ნავთის დასხმა მოსკოვსა და თეირანს შორის პარტნიორობის გასაფუჭებლად, რუსეთმა ირანის მიმართ მხარდაჭერა თავისი მკაფიო პოზიციით გამოხატა

კრემლმა უარყო ზოგიერთი ბრალდება, რომ რუსეთმა ვერ შეძლო ირანის სათანადოდ მხარდაჭერა და აღნიშნა, რომ ასეთი განცხადებების მიზანი მოსკოვსა და თეირანს შორის ურთიერთობების გაფუჭებაა. ამის შესახებ Interfax-ი იუწყება.
„ახლა ბევრია, ვისაც სურს ცეცხლზე ნავთის დასხმა, რათა გააფუჭოს მოსკოვსა და თეირანს შორის პარტნიორული ურთიერთობები. რუსეთმა მართლაც გამოხატა მხარდაჭერა ირანის მიმართ თავისი მკაფიო პოზიციით. და, რა თქმა უნდა, ჩვენ ვაპირებთ ირანთან ჩვენი ურთიერთობების შემდგომ განვითარებას“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა.