Loading data...
პესკოვი აცხადებს, რომ რუსეთი მზადაა, „დრუჟბას“ მილსადენით უნგრეთსა და სლოვაკეთში ნავთობის ტრანზიტი განაახლოს, თუ კიევი „შანტაჟს“ შეწყვეტს

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთი ტექნიკურად მზადაა, „დრუჟბას“ მილსადენით უნგრეთსა და სლოვაკეთში ნავთობის ტრანზიტი განაახლოს, თუმცა ყველაფერი კიევზეა დამოკიდებული.

„ამ ეტაპზე, თქვენ იცით, რომ რუსული მხარე ტექნიკურად მზადაა. ჩვენ უნგრეთთან სახელშეკრულებო ვალდებულებები გვაქვს. თუმცა მას შემდეგ, რაც კიევის რეჟიმმა შანტაჟი დაიწყო, ეს მიწოდება შეწყდა. ყველაფერი კიევის რეჟიმზეა დამოკიდებული: გახსნიან, თუ არა ისინი მილსადენს და შეწყვეტენ, თუ არა შანტაჟს“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.

ცნობისთვის, კიევი აცხადებს, რომ მილსადენი იანვრის ბოლოს რუსეთის თავდასხმის გამო დაიხურა. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ის აპრილის ბოლოს ამოქმედდება.