Loading data...
პესკოვი: არასწორი ფორმულირებაა, რომ პრეზიდენტმა პუტინმა აშშ-ის სამშვიდობო წინადადებები უარყო

ვლადიმერ პუტინს არ უარუყვია აშშ-ის სამშვიდობო გეგმა უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების შესახებ; ეს არასწორი ფორმულირებაა, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„ფაქტია, რომ ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მოსაზრებების ასეთი პირდაპირი გაცვლა მოხდა. როგორც გუშინ ითქვა, ზოგი რამ მისაღები იყო, ზოგი - მიუღებელი. ეს არის ნორმალური სამუშაო პროცესი, კომპრომისის ძიება“, - აღნიშნა პესკოვმა.

პესკოვმა აღნიშნა, რომ მოსკოვი მიიჩნევს, რომ მოლაპარაკებები უფრო პროდუქტიული იქნება, თუ ისინი ჩუმად წარიმართება.

„ჩვენ არ ვართ „მეგაფონის დიპლომატიის“ მომხრეები, ვხედავთ, რომ ამერიკელებიც იმავე პრინციპს იცავენ“, - დასძინა კრემლის წარმომადგენელმა.