Loading data...
პერუში ავტობუსი ხრამში გადავარდა, დაიღუპა 18 ადამიანი

სულ მცირე 18 ადამიანი დაიღუპა და 48 დაშავდა პერუში მომხდარი ავტოკატასტროფის დროს. ამის შესახებ Reuters  იუწყება. 

ორსართულიანი ავტობუსი პერუს დედაქალაქ ლიმიდან ამაზონის რეგიონში მიდიოდა.

ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზით, ავტობუსი გზიდან გადავიდა და ხრამში გადავარდა. ტრაგედია ჰულიანის რეგიონში, ანდებში ერთ-ერთ უღელტეხილზე მოძრაობის დროს მოხდა.

ადგილზე სამაშველო სამსახურებია მობილიზებულები.