პენტაგონში რუსული „ორეშნიკის“ რაკეტის შესახებ კომენტარი გაკეთდა
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის სპიკერი საბრინა სინგი ბრიფინგზე გამოეხმაურა რუსეთის მიერ ჰიპერბგერითი რაკეტის გაშვებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას.
მისი თქმით, მოსკოვმა მანამდე, ვაშინგტონი საქმის კურსში ჩააყენა ბირთვული რისკის შემცირების არხებით.
„არ შემიძლია დავადასტურო, რომ რუსეთმა მართლა გაუშვა საშუალო მანძილის ექსპერიმენტული რაკეტა. ეს ბალისტიკური რაკეტა შეიქმნა RS-26 Rubezh-ის ტიპის კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტის რუსული მოდელის საფუძველზე“, - აცხადებს საბრინა სინგი.
ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ 21 ნოემბერს დნეპროპეტროვსკის ოლქზე იერიში ახალი, ჰიპერბგერითი რაკეტით განხორციელდა. მისივე თქმით, ეს პასუხი იყო რუსეთის ტერიტორიაზე ამერიკული და ბრიტანული შორ მანძილზე მოქმედი იარაღის გამოყენებაზე.