1777704261
უცხოეთი
პენტაგონში აცხადებენ, რომ პიტ ჰეგსეთმა გერმანიიდან 5 000 ამერიკელი ჯარისკაცის გაყვანის ბრძანება გასცა
პენტაგონი გერმანიიდან 5 000 ამერიკელი ჯარისკაცის გაყვანას გეგმავს. აღნიშნულის შესახებ პენტაგონის წარმომადგენელმა განაცხადა.
პენტაგონის წარმომადგენელმა შონ პარნელმა განაცხადა, რომ ბრძანება თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეთმა გასცა და აღნიშნული პროცესი 6-12 თვის განმავლობაში დასრულდება.
„ომის მდივანმა გერმანიიდან დაახლოებით 5 000 ჯარისკაცის გაყვანის ბრძანება გასცა. ეს გადაწყვეტილება ევროპაში ჩვენი სამხედრო განლაგების საფუძვლიანი მიმოხილვის შედეგია“, - განაცხადა პენტაგონის მთავარმა წარმომადგენელმა შონ პარნელმა.