პენტაგონის ცნობით, ბოლო 2 კვირის განმავლობაში დაახლოებით 100 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაშავდა
პენტაგონის პრესსპიკერმა შონ პარნელმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, რომ 7 ივლისიდან მოყოლებული დაახლოებით 100 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაშავდა.
„მიუხედავად იმისა, რომ 2026 წლის 7 ივლისიდან მოყოლებული დაახლოებით 100 სამხედრო მოსამსახურეს გარკვეული ხარისხის დაზიანება აღენიშნებოდა, მათი 96% სამსახურში დაბრუნდა. მათ მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, რომ ბრძოლაში დაბრუნდნენ. მიღებული დაზიანებების აბსოლუტური უმრავლესობა მსუბუქი ტვინის შერყევა იყო“, - აღნიშნა პარნელმა.
შონ პარნელი ამგვარად გამოეხმაურა The New York Times-ის სტატიას, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პენტაგონმა ირანთან ომის დროს ათობით ამერიკელი სამხედროს დაშავების შესახებ ინფორმაცია დამალა.
20 ივლისს CNN-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის სამხედროები დაგვიანებით ავრცელებდნენ სამხედრო მოსამსახურეების დაშავების შესახებ ინფორმაციას და განაცხადეს, რომ დაგვიანების მიზანი სამხედრო მოსამსახურეების დაცვა იყო.
While nearly 100 service members were deemed to have some degree of injury since July 7, 2026, 96% have returned duty. They are determined to get back in the fight.
— Sean Parnell (@SeanParnellASW) July 20, 2026
The vast majority of injuries experienced were minor concussions. Further updates will be posted on the Defense… https://t.co/mWczpvwGSQ