1761663166
უცხოეთი
პენტაგონის ცნობით, ამერიკელმა სამხედროებმა ნარკოტიკების გადაზიდვაში ჩართული ოთხი ნავი გაანადგურეს
„აშშ-ის სამხედროებმა ნარკოტიკების გადაზიდვაში ჩართული ოთხი ნავი გაანადგურეს“, - ინფორმაციას BBC პენტაგონზე დაყრდნობით იუწყება.
მედიაში გავრცელებული ცნობით, წყნარ ოკეანეში ჩატარებული ოპერაციის შედეგად, 14 ადამიანი დაიღუპა. ერთი პირი მექსიკის სამაშველო ჯგუფმა გადაარჩინა.
ცნობისთვის, აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა ნარკოტიკებით გადაზიდვაში ჩართულ პირებზე თავდასხმები სექტემბერში წამოიწყო. ჯამში, ამ იერიშების შედეგად, უკვე 51 ადამიანი დაიღუპა.
აშშ-ის პრეზიდენტის განკარგულებით წამოწყებული კამპანიის გამო, აშშ-ის ურთიერთობები დაძაბულია როგორც კოლუმბიასთან, ისე ვენესუელასთან.