Loading data...
პენტაგონის განცხადებით, ირანთან ომის დაწყების შემდეგ 750-ზე მეტი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა

„ირანთან ომის დაწყებიდან დაშავებული ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობამ 750-ს გადააჭარბა“, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი პენტაგონის განცხადების საფუძველზე ავრცელებს.

პენტაგონმა 19 აგვისტოს განაახლა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის სამხედრო დანაკარგების მონაცემთა ბაზა, სადაც 50-ზე მეტი ახალი დაჭრილი სამხედრო მოსამსახურე დაამატა.

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც აშშ-მა ირანის წინააღმდეგ 28 თებერვალს ომი დაიწყო, 18 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, 757 კი დაიჭრა.