Loading data...
პენტაგონი ადასტურებს, რომ აშშ უკრაინას დამატებითი იარაღს უგზავნის

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა ოფიციალურად გამოაცხადა უკრაინისთვის დამატებითი იარაღის გაგზავნის შესახებ. ეს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოთხოვნით ხდება. 

პენტაგონის პრესსპიკერის შონ პარნელის შესაბამისი განცხადება უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„პრეზიდენტ ტრამპის მითითებით, თავდაცვის სამინისტრო უკრაინას დამატებით თავდაცვით იარაღს უგზავნის, რათა უკრაინელებს შეეძლოთ საკუთარი თავის დაცვა, მაშინ, როცა ჩვენ ვმუშაობთ მდგრადი მშვიდობის უზრუნველსაყოფად და მკვლელობების შესაჩერებლად“, - ნათქვამია განცხადებაში.