Loading data...
პენსილვანიაში სროლის შედეგად 3 პოლიციელი დაიღუპა

აშშ-ში, პენსილვანიის შტატში მომხდარი სროლის შედეგად სამი პოლიციელი დაიღუპა, ორი კი მძიმედ დაშავდა. წერს BBC.

პენსილვანიის შტატის პოლიციის კომისარმა, პოლკოვნიკმა კრისტოფერ პარიზმა განაცხადა, რომ თავდამსხმელი პოლიციამ სასიკვდილოდ დაჭრა.

„ამ ტიპის ძალადობა არ არის მისაღები, ჩვენ, როგორც საზოგადოებამ, უკეთ უნდა ვიმოქმედოთ“, - განაცხადა გუბერნატორმა ჯოშ შაპირომ.

მოგვიანებით შაპირომ ბრძანება გასცა, რომ ყველა საჯარო შენობასთან დროშები დაუშვან სამი დაღუპული ოფიცრის პატივსაცემად.

FBI-ის დირექტორმა კეშ პატელმა განაცხადა, რომ აგენტები ადგილზე იმყოფებიან და დახმარებას უწევენ ადგილობრივ პარტნიორებს. მიმდინარეობს გამოძიება, დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.