Loading data...
პეკინში სტიქიის შედეგად, სულ მცირე, 30 ადამიანი დაიღუპა

პეკინში ძლიერი წვიმისა და წყალდიდობის  შედეგად, სულ მცირე, 30 ადამიანი დაიღუპა.

მედიის ცნობით, ამ დროისთვის ევაკუირებულია 80 000 ადამიანი, რადგან სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ სტიქიის განმეორების შესაძლებლობა კვლავ არსებობს. ასევე, ძლიერი წვიმების შედეგად, გზები და საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა დაზიანდა, ხოლო 136 სოფელი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

ქვეყნის პრეზიდენტმა, სი ძინ პინმა მასშტაბური სამძებრო-სამაშველო სამუშაოების დაწყების ბრძანება გასცა, რათა თავიდან იქნეს აცილებული მსხვერპლის რაოდენობის ზრდა.