Loading data...
პეკინში პუტინისა და კიმ ჩენ ინის მონაწილეობით მასშტაბური სამხედრო აღლუმი გაიმართა

ჩინეთის დედაქალაქ პეკინში, იაპონიის წინააღმდეგ ომში გამარჯვების 80 წლისთავის აღსანიშნავად, მასშტაბური სამხედრო აღლუმი გაიმართა, რომელსაც 26-ზე მეტი სახელმწიფოს მეთაურები დაესწრნენ, მათ შორის რუსეთის, ჩრდილოეთ კორეისა და ირანის ლიდერები. 

აღლუმის დაწყებამდე ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი წითელ ხალიჩაზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს და ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინს მიესალმა.

„კაცობრიობა კვლავ არჩევანის წინაშე დგას: მშვიდობა თუ ომი, დიალოგი თუ დაპირისპირება“, - განაცხადა ჩინეთის ლიდერმა თავის გამოსვლაში. 

ინფორმაციისთვის, თეთრი სახლის ლიდერმა დონალდ ტრამპმა ჩინეთი, რუსეთი და ჩრდილოეთ კორეა შეერთებული შტატების წინააღმდეგ შეთქმულების დაგეგმვაში დაადანაშაულა.