1777869399
უცხოეთი
პედრო სანჩესის თვითმფრინავი, რომელიც ერევანში მიფრინავდა, ანკარაში ავარიულად დაეშვა
ესპანეთის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის თვითმფრინავი, რომელიც მადრიდიდან ერევანში მიფრინავდა, ანკარაში ავარიულად დაეშვა, - ამის შესახებ თურქული მედია წერს.
მედიის ინფორმაციით, Airbus A310-ს ტექნიკური გაუმართაობის პრობლემა შეექმნა.
ცნობისთვის, ერევანში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მერვე სამიტი იმართება, რომელსაც ევროპის ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ლიდერები ესწრებიან.