1777205332
უცხოეთი
პედრო სანჩესი დონალდ ტრამპზე თავდასხმას გმობს: ძალადობა არასდროსაა სწორი გზა
ესპანეთის პრემიერ-მინისტრი ვაშინგტონში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. შესაბამისი განცხადება პედრო სანჩესმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
„ვგმობთ თავდასხმას, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე მოხდა. ძალადობა არასდროს არის სწორი გზა. კაცობრიობა მხოლოდ დემოკრატიის, თანაარსებობისა და მშვიდობის გზით შეიძლება განვითარდეს“, - წერს სანჩესი.
თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის ვახშამზე სროლა იყო. მსროლელი დაკავებულია. ის 31 წლის კალიფორნიელი კოულ ტომას ალენია.