Loading data...
პავლოგრადის დაბომბვას 3 ადამიანი ემსხვერპლა

უკრაინის ქალაქ პავლოგრადის კვების მრეწველობის საწარმოზე ავიაიერიშის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და 28 დაიჭრა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

დაშავებულთა შორის 2024 წელს დაბადებული ბავშვიც არის. დნეპროპეტროვსკის ოლქის ადმინისტრაციის ცნობით, რუსულმა ძალებმა მართვადი ავიაბომბები გამოიყენეს. შეტევის შემდეგ საწარმოს ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.
დნეპროპეტროვსკის საოლქო საბჭოს თავმჯდომარის, ნიკოლაი ლუკაშუკის თქმით, პავლოგრადის დაბომბვა მართვადი ავიაბომბებით პირველად მოხდა, რაც იმას მიუთითებს, რომ რუსულმა ძალებმა ბომბების მოდერნიზაცია განახორციელეს და ის უფრო შორ დისტანციაზე გამოიყენება.

რუსულმა ძალებმა იერიში ხერსონზეც განახორციელეს, შედეგად დაზიანდა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი და საავადმყოფო. არიან დაჭრილები.