1760866994
უცხოეთი
პარიზში ლუვრის მუზეუმი გაძარცვეს

პარიზის ცენტრში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი ცნობილი ლუვრის მუზეუმი გაძარცვეს, ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან, - ამის შესახებ BBC იუწყება.
საფრანგეთის კულტურის მინისტრმა რაშიდა დატიმ განაცხადა, რომ დაშავებულები არ არიან.
„მე მუზეუმის თანამშრომლებთან და პოლიციასთან ერთად ადგილზე ვარ. გამოძიება გრძელდება“, - განაცხადა მან.
ჯერჯერობით უცნობია, რა არის წაღებული მუზეუმიდან. მუზეუმი ამჟამად დამთვალიერებლებისთვის დაკეტილია.