Loading data...
პარიზმა პუტინსა და მაკრონს შორის შესაძლო მოლაპარაკებების შესახებ დამატებითი ინფორმაცია გაავრცელა

ელისეის სასახლემ განაცხადა, რომ მიესალმება კრემლის განცხადებას რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნის შესახებ.

„მივესალმებით კრემლის საჯარო თანხმობას ამ მიდგომასთან დაკავშირებით. უახლოეს დღეებში მოქმედების საუკეთესო ვარიანტზე განვაცხადებთ“, - აღნიშნეს ელისეის სასახლეში.

ამავდროულად, საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ აღნიშნა, რომ რუსეთთან ნებისმიერი დისკუსია სრული გამჭვირვალობით გაიმართება.