Loading data...
პარიზის მერია მოსახლეობასა და ბიზნესობიექტებს მოუწოდებს, ნაგვის ურნები, ველოსიპედები, ეზოს ავეჯი შენობაში შეიტანონ, რათა აქტივისტებმა მსგავსი ნივთები ბარიკადებად არ გამოიყენონ

პარიზის მერიამ განცხადება გაავრცელა.

აღნიშნულ განცხადებაში პარიზის მერია მოსახლეობას 24 ოქტომბერს დაგეგმილი საპროტესტო აქციების დროს უკიდურესი სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებს. 

„ხუთშაბათიდან დაწყებული, ქალაქი საზოგადოებრივ ადგილებში რამდენიმე პრევენციულ ზომას იღებს, შაბათ-კვირას მუნიციპალური პერსონალის განლაგებას აძლიერებს და მოსახლეობას და მაღაზიების მეპატრონეებს რამდენიმე მარტივი სიფრთხილის ზომების მიღებისკენ მოუწოდებს“, – აღნიშნულია მერიის განცხადებაში. 

ამასთან, როგორც ფრანგული მედია იტყობინება, არეულობის დროს პარიზში დაახლოებით 450 ბიზნესი დაზიანდა და დაახლოებით მათი ნახევარი კი გაძარცვეს. ასევე დაწვეს და დააზიანეს მანქანები, ურნები და ველოსიპედები. 

მერია მოქალაქეებს და ბიზნესობიექტების მფლობელებს მოუწოდებს, შაბათს შუადღიდან ნაგვის ურნები, ველოსიპედები და ეზოს ავეჯი შენობაში შეიტანონ.